სპორტი
62:32 - ლაგოდეხის "ჰერეთის" გამარჯვება
6 თებერვალს ლაგოდეხის სპორტდარბაზში გამართულ კახეთის ჩემპიონატზე, ლაგოდეხელმა კალათბურთელებმა თელავის გუნდი 62:32 დაამარცხა. აღნიშნულ ჩემპიონატში ლაგოდეხისა და თელავის გუნდები უკვე მეორედ შეხვდნენ.
"ეს არის კახეთის ჩემპიონატი, რომელსაც კახეთის ფედერაცია ატარებს. მინდა გითხრათ რომ შარშან ჩემი გუნდი ჩემპიონი გახდა და წელსაც გვქონდა გამარჯვების იმედი. მართლაც ასე მოხდა. თელავში ხუთი ქულით, აქ კიდევ 30 ქულით მოვუგეთ. თამაშით მთლად კმაყოფილიც არ ვარ. რაც არ უნდა კარგად ითამაშოს გუნდმა მე უფრო მეტს ვითხოვ ყოველთვის."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში კალათბურთის გუნდ "ჰერეთის" მწვრთნელმა გიორგი ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, გუნდი თავდაუზოგავად განაგრძობს ვარჯიშს და მომავალში ეცდებიან საქართველოს მასშტაბით ითამაშობ.




| Print |
FaceBook Twitter Google