სპორტი
ბექა ღვინიაშვილი პან ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია [Video]
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ძიუდოში ბექა ღვინიაშვილმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო.
100 კგ-ში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ამჯერად, არგენტინის დედაქალაქში ბუენოს-აირესში პან ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

მან  ფინალში ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ პერუში გამართულ ანალოგიურ ტურნირში.

ბუენოს-აირესის ღია პირველობაზე სულ 45 ქვეყნის 239 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, არგენტინაში გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილს ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში კიდევ 100 ქულა შეემატა და იგი თანდათან უახლოვდება სალიცენზიო ზონას.

მომდევნო შეჯიბრი, სადაც ბექა ღვინიაშვილმა უნდა იასპარეზოს, თბილისში 25-27 მარტს გამართული გრან-პრი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google