სპორტი
"ალაზანის" ორ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს
კლუბ "ალაზანსა“ და "მარკ სტარსს“ შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპილინო კომიტეტის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია.

-"სამ-სამ თამაშზე ჩვენს ორ ფეხბურთელს გიორგი ორველაშვილსა და ილია ბერიაშვილს დისკვლიფიკაცია მისცეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით 3;0 მოგება ჩაგვითვალეს. "მარკ სტარსს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და მაყურებლის გარეშე სამი თამაში."- განუცხადა speqtri.ge-ს „ალაზანის“ მწვრთნელმა ზვიად ჯავარაშვილმა.


"ალაზანი" სადისციპილინო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს.

გუნდი დღეს მე-2 ლიგის მორიგ კალენდარულ საშინაო მატჩს თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ოლიმპთან“ გამართავს.

შეხვედრა 15:30  საათზე დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალაზანი /