სპორტი
სუს-ის გურჯაანელმა თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა [Video]
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ზედამხედველობის ქვეშ ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა.

მან ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა.  ერთი წუთის განმავლობაში 45,4 კგ ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა ორძელზე, რაც წინა რეკორდის გაუმჯობესებაა.

პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.

იოსებ კობახიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძენის მკვიდრია. 1998–2005 წლებში ვარჯიშობდა ძიუდოში. არის რაიონული, რეგიონული და რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრების მონაწილე, ბავშვთა სპარტაკიადის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რეკორდი /