სპორტი
სპარტაკიადა მეორე საჯარო სკოლაში [Video]
გურჯაანის #2 საჯარო სკოლაში სპარტაკიადა გაიხსნა. მსგავსი ღონისძიება ამ სასწავლო დაწესებულებაში პირველად ტარდება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეჯიბრი ჩატარდება ფეხბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ღონისძიების ჩატარების იდეა მოსწავლეებს ეკუთვნის.

ღონისძიების ფინალი ჩატარდება ორშაბათს, პრიზები გადაეცემათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს.


| Print |
FaceBook Twitter Google