სპორტი
სპარტაკიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ [Photo]
დღეს დასრულდა ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის სპორტული ოლიამპიადა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრი ჩატარდა ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და ფეხბურთში.
"ღონისძიება მოსწავლეების ინიციატივითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ჩატარდა. თითო კატეგორიაში თითო გამარჯვებული გამოვლინდა. ესენი არიან: ვანო ბეციაშვილი -ჭადრაკი; დათო ხუციშვილი - მაგიდის ჩოგბურთი; გიორგი ზირაქაშვილი - ფეხბურთი; ნატო ლაზარიშვილი - ფრენფურთი.  სპარტაკიადაში მონაწილეობდნენ მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები." -გვითხრა ორგანიზატორმა გიორგი ედიშერაშვილმა.

როგორც ორგანიზატორები იმედოვნებენ, სპარტაკიადა მათ სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდება.
| Print |
FaceBook Twitter Google