სპორტი
სიღნაღში შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება
19 ივნისს სიღნაღში, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის და სიღნაღის გამგეობის ორგანიზებით, მსოფლიო ჩემპიონის, შოთა ბეჟაშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება.

ტურნირის ფარგლებში შეჯიბრი გაიმართება ძალისმიერ წოლჭიმში, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და რეკორდსმენები. ტურნირს, რომელიც უკვე მერვედ იმართება ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ შიოშვილიც დაესწრება.

ღონისძიება სიღნაღის თეატრის შენობაში 12:00 საათზე დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google