სპორტი
ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
გურჯაანელი სპორტსმენი გიორგი ბეროშვილი  ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა.

მან ამჯერად მონაწილეობა მიიღო ,,ჯე-პე-ა"- ს ვერსიით გამართულ ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში, ქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ჩემპიონატში 140-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

გიორგი ბეროშვილს 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსაგებად 270 -ის, აბსოლუტურში კი 287,5 კილოგრამის აწევა დასჭირდა.

ველისციხელი სპორტსმენი ოქტომბერში ჩეხეთში, საქართველოს სახელით იასპარეზებს.


| Print |
FaceBook Twitter Google