სპორტი
კალათბურთში პირველი ადგილი ახაშნის გუნდმა დაიკავა
გურჯაანის სპორტკომპლექსში კალათბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის საშემოდგომო სპარტაკიადის ფინალური ეტაპი გაიმართა.


ვაჟებში სპარტაკიადის ჩემპიონის ტიტული სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში  სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილი დაიკავა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდმა. გოგონებს შორის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფელ ახაშნის და სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ახაშნის გუნდმა.
გამარჯვებულები და პრიზიორები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა და გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა სპორტის საკითხებში იზა თერგიაშვილმა დააჯილდოეს.
| Print |
FaceBook Twitter Google