სპორტი
ყვარელში თავისუფალ ჭიდაობაში ღია პირველობა გაიმართა
ყვარელში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წონითი კატეგორიების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:
50 კგ.წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გოგა ძიგუა (სამტრედია);მეორე ადგილი- მახარე გელაშვილი (ხაშური); მესამე ადგილი- გოდერძი ოსანაძე (აჭარა) და ალეკო ღოღობერიძე (აჭარა).

55 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- თეიმურაზ ვანიშვილი (გორი); მეორე ადგილი- რამაზ თურმანიძე (აჭარა); მესამე ადგილი- რობერტ დინგაშვილი (ყვარელი) და გოდერძი ძებისაშვილი (გორი).

60 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ედემი ბოლქვაძე (სამტრედია); მეორე ადგილი- გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო); მესამე ადგილი- შმაგი თოდუა (სამტრედია) და ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი).

66 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- მირზა სულუხია (ქუთაისი); მეორე ადგილი- ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია); მესამე ადგილი- მამუკა ჩაჩუა (თბილისი) და გია ავალიანი (სამტრედია).

74 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ნიკა კენჭაძე (ამბროლაური); მეორე ადგილი- გოგა მამიაური (თბილისი);მესამე ადგილი- არტსუნ თარგამიანი (ნინოწმინდა) და თორნიკე კვინიკაძე (ხაშური).

84 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ზაურ ბერაძე (ხარაგაული); მეორე ადგილი- მექი სიმონია (ქუთაისი); მესამე ადგილი- დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია) და ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი).

96 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გივი მაჭარაშვილი (მცხეთა); მეორე ადგილი- მოგელი მეზვრიშვილი (გორი);მესამე ადგილი- მარად ვანაძე (აჭარა) და ბექა ჭელიძე (თბილისი).

120 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა); მეორე ადგილი- ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი);მესამე ადგილი- გიორგი ლომოური (თბილისი) და დავით კობახიძე (თბილისი).

აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებული მოჭიდავეებით ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები გუნდი წლის უმთავრეს შეჯიბრებებზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასამგზავრებლად დაკომპლექტდება.


| Print |
FaceBook Twitter Google