სპორტი
ქართველი ძალოსნები ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე გაემგზავრებიან
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები აპრილის დასაწყისში საერთაშორისო ტურნირებზე მიემგზავრებიან.


ეროვნული ნაკრები 3-10 აპრილს ხორვატიის ქალაქ სპლიტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გამოვა, ჭაბუკთა ნაკრები კი 4-10 აპრილს ტაილანდში მსოფლიოს 17- წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც ამავე დროს 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია.

უწყების ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შემადგენლობაში იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე. ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო პირველობისათვის დასკვნით შეკრებას დუშეთის სპორტულ კომპლექსში გადიან, სადაც მარტის ბოლომდე დარჩებიან, ხორვატიასა და ტაილანდში კი აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან.


ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ასეთია:
რამინ შამილიშვილი (62 კგ)
გიორგი ლომთაძე (77 კგ)
ლაშა ტალახაძე (+105 კგ)
ირაკლი თურმანიძე (+105 კგ)
ანასტასია გოტფრიდი (90 კგ)

ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობა 17-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე:
გურამ გიორბელიძე (62 კგ)
კახი ასანიძე (69 კგ)
აჩიკო მალაყმაძე (69 კგ)
ედუარდ კაკაბაძე (77 კგ)
ლომია თებიძე (77 კგ)
ლაშა თაქთაქიშვილი (85 კგ)
ზაზა ლომთაძე (94 კგ)
თორნიკე ტაბატაძე (+94 კგ)


| Print |
FaceBook Twitter Google