სპორტი
ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი აიღეს
დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატზე სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა - ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქრო; ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს. გარდა ამისა, დელეგაციამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მეორედ მიიღო.
ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ( -60 კგ) წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ნავროზაშვილმა მოიპოვა. (-80 კგ) წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ოთარ ესიტაშვილმა აიღო.

დიდებში 75კგ. წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველია ვიდა - გამოცდილი ევროპის ორგზის (2009; 2011) ჩემპიონი მიხეილ წიკლაური - ვერცხლის, ხოლო თენგიზ ბასტოიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. კიდევ ერთი მედალი (-85 კგ) წონით კატეგორიაში ლევან ვერულიძემ მოიპოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google