სპორტი
გურჯაანელი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება
ზუგდიდში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე "კოლხეთის თასი 2017" გურჯაანელმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს.


ტურნირში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარების ცენტრისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, 3 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის „რევაზ მინდორაშვილის სახელობის ჭიდაობის სკოლის“ ძიუდოს მწვრთნელმა გელა დალაქიშვილმა აღნიშნა, გურჯაანიდან სულ 10 ბავშვი ასპარეზობდა.
„შეჯიბრი 2002-2003-2004 და 2005-წლიანებში მიმდინარეობდა. ავთო იმერლიშვილმა 46 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ,,კოლხეთის თასის“ მფლობელი გახდა. მესამე ადგილზე კი 30 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი კეკვიაშვილი გავიდა. ეს ჩვენთვის პირველი გამარჯვება არ არის. საქართველოს გარდა, ტურნირზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდებიც მონაწილეობდნენ. შედეგებით კმაყოფილი ვარ, ჩვენმა ბიჭებმა კარგად იჭიდავეს.“

მისივე თქმით, 15-16 მაისს თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც უფრო პატარა ასაკის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულ სპორტსმენებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.


-


| Print |
FaceBook Twitter Google