სპორტი
ახაშნის სკოლის ხელბურთის გუნდი ჩემპიონი გახდა
ახაშნის საჯარო სკოლის ხელბურთის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა.


შეჯიბრი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის იზა თერგიაშვილის თქმით, გუნდმა ორი მეტოქე დაამარცხა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ახაშნის საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდმა ჯერ მუნიციპალურ თამაშებში გაიმარჯვა, შემდეგ რეგიონულში და ამჟამად ზონალურში. ზონალურში მან ქვემო და შიდა ქართლის გუნდები დიდი უპირატესობით დაამარცხა და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა. 24-დან 30 ივნისამდე ქუთაისში გაიმართება რესპუბლიკური ჩემპიონატი, სადაც აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებული, დასავლეთის ზონის გამარჯვებულს შეხვდება. პირველ ადგილზე გასული მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება. “
მისივე თქმით, სპორტსმენები შეჯიბრზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google