სპორტი
ბაადურ ჯობავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ჯობავამ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ზედიზედ შვიდი პარტია მოიგო და 8.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ის რუს მაქსიმ მატლაკოვთან მე-40 სვლაზე დაშვებული შეცდომის გამო დამარცხდა. საბოლოო ჯამში კი მატლაკოვი ევროპის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბაადურ ჯობავამ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კარიერაში მეორედ მოიგო. 33 წლის ქართველმა დიდოსტატმა მსგავსი შედეგი პირველად 2010 წელს აჩვენა.

| Print |
FaceBook Twitter Google