სპორტი
დედოფლისწყაროელი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ლაშა ბექაური, ძიუდოში, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შეჯიბრი ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში ჩატარდა. როგორც ლაშას ყოფილმა მწვრთნელმა კახა წიკლაურმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის 8 წლიდან ვარჯიშობს.
„10 წლის იყო, როდესაც საქართველოს პირველობაზე გავიდა ქართულ ჭიდაობაში და გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ ბევრ წარმატებას მიაღწია. ერთ შეჯიბრზე შეუძლია მთელი ენერგია დახარჯოს. დიდი იმედით ვუყურებ მის მომავალს. წელს სადაც იჭიდავა ყველა შეჯიბრი წარმატებით დაასრულა. ამჟამად ნაკრებშია და სხვა მწვრთნელები ჰყავს. რვა აგვისტოს ჩილეში გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე და ფინალში იაპონელი დაამარცხა“
მისივე თქმით, მომავალი წლიდან ლაშა ბექაური უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში გადავა.


| Print |
FaceBook Twitter Google