სპორტი
ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა [Video]
24-29 ოქტომბერს, WRPF-ის ეგიდით, მოსკოვში, წოლჭიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა 125 კგ კატეგორიაში იასპარეზა და 272,5 კგ დაძლია, მეორე ადგილზე რუსი მაქსიმ ლიუსტინი გავიდა 260 კგ, მესამეზე ბრიტანელი ჯოშ კენონი 250 კგ.

ცნობისთვის, გიორგი ბეროშვილი 2016 წლის ოქტომბერში, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google