სპორტი
დედოფლისწყაროელმა ლაშა ბექაურმა ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა
სლოვენიაში, კადეტთა შორის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობას 32 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ.
მათ შორის იყო დედოფლისწყაროელი ლაშა ბექაური, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, მან წარმატებას მიმდინარე წლის აგვისტოშიც მიაღწია. ქალაქ სანტიაგოში გამართულ ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


| Print |
FaceBook Twitter Google