სპორტი
ფრენბურთის სასკოლო ოლიმპიადაში ჩუმლაყის გუნდმა გაიმარჯვა
ფრენბურთში ვაჟებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული შიდა მუნიციპალური ტურნირი დასრულდა.
ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. პირველ ადგილზე სოფელ ჩუმლაყის გუნდი გავიდა, ხოლო მეორეზე - სოფელ ჭანდრის.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა განაცხადა, ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სოფელ კაჭრეთის, ჭანდრის, კალაურისა და ჩუმლაყის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში უკვე დავიწყეთ შიდა მუნიციპალური თამაშების ჩატარება სპორტის რამდენიმე სახეობაში. გუშინ იყო შემაჯამებელი ტურნირი ფრენბურთში ვაჟებს შორის. ტურნირში მონაწილე გუნდები ოთხ ზონად იყვნენ დაყოფილი. თითო ზონიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. თავდაპირველად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კალაურისა და ჩუმლაყის, ხოლო მეორეს მხრივ ჭანდრისა და კაჭრეთის გუნდები. აქედან გამოვლინდა ორი გამარჯვებული: ჭანდარი და ჩუმლაყი. ფინალურ შეხვედრაში სწორედ ისინი გავიდნენ. ეს ბავშვები მოემზადებიან და გაზაფხულზე მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საფრენბურთო რეგიონალურ ტურნირში, რომელიც ყვარელში ან თელავში გაიმართება. გაზაფხულზე რეგიონალურ ტურნირზე მონაწილეობისთვის,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ ბავშვებს სპორტულ ფორმას შეუკერავს და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს .“

ზა თერგიაშვილის თქმით, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტურნირი მინიფეხბურთში და მაგიდის ჩოგბურთში. უახლოეს მომავალში გაიმართება ტურნირი კალათბურთსა და ბადბინტონში.

| Print |
FaceBook Twitter Google