სპორტი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ილია ქოჩიაშვილმა, პოლონეთში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
მან ძალისმიერ სამჭიდსა და მის ცალკეულ მოძრაობებში, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში (MPF), 110 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატში სულ 17 ქვეყნის 350 სპორტსმენი მონაწილეობდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ჩემპიონატი /