სპორტი
ვინ არიან მკლავჭიდის ტურნირის გამარჯვებულები
გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში მკლავჭიდის ტურნირი ჩატარდა , მასში საქართველოს მასშტაბით 50- მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის, იზა თერგიაშვილის თქმით, შეჯიბრი ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა.
„სპორტსმენები თითქმის კახეთის ყველა რეგიონიდან და თბილისიდან ჩამოვიდნენ. გვქონდა ხუთი წონითი კატეგორია: 60, 70, 80, 90 და აბსოლუტური. გულდასაწყვეტი ის არის, რომ მიუხედავად ჩვენი რეკლამირებისა, გულშემატკივრების რაოდენობა მცირე იყო. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით. პირველი ადილის მფლობელებს გადაეცათ თასები და სპორტული ჩანთები. მეორე ადგილზე გასულებს ტოსტერები, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები დამატებით სპორტული მაისურებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება.“

მისივე თქმით, ადგილები ასე გადანაწილდა :
60 კგ. წონითი კატეგორია - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლევან დავითაშვილი (ახმეტა)
70 კგ. წონითი კატეგორია - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ალექსი ზავრაშვილი (გურჯაანი)
80 კგ. წონით კატეგორია - ნიკა ბრაგვაძე (ახმეტა)
90 კგ. წონით კატეგორია - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მერალი ბროიანი (თბილისი)
აბსოლუტური წონითი კატეგორია - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ აბულაშვილი (ახმეტა)

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google