სპორტი
ვეჯინის კრივის კლუბის სპორტსმენების წარმატება
თბილისში, პროფესიული კრივის დარბაზში გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა მამა ილიას მიერ დაარსებული წმინდა გიორგის სახელობის ვეჯინის კრივის კლუბის სპორტსმენებმაც მიიღეს.

მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის თქმით, შეჯიბრში სულ 40 მოკრივე მონაწილეობდა.
„სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალებს შორის ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ვეჯინის კლუბის მოკრივეებმაც მიიღეს. გოგონებიდან თამარ მთივლიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც უძლიერესი დედოფლისწყაროელი მოკრივე დაამარცხა. ბიჭებიდან კი შალვა გუჩმაზოვი იყო. მანაც გამარჯვება მოიპოვა. მათ აქვთ პერსპექტივა მიიწვიონ ევროპის კლუბებში და ჩაატარონ საზღვარგარეთ ბრძოლები. “
მისივე თქმით, თამარისა და შალვას ფულადი ჯილდო გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google