სპორტი
გურჯაანელმა სპორტსმენებმა Iron Eurasia 2018 -ზე პირველი ადგილი დაიკავეს
თბილისში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში, ჩემპიონატზე: "Iron Eurasia 2018“ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა, კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა და ძირკოკელმა თემურ სონღულაშვილმა.

-„125 კგ. წონით კატეგორიაში ვმონაწილეობდი 240 კგ. ავწიე და პირველი ადგილი დავიკავე წოლჟიმში. ეს ჩემი საუკეთესო შედეგი არ არის, ჯერ კურსს გავდივარ. ჩემი ორი მოსწავლეც ასპარეზობდა გურჯაანის რაიონიდან, თემური სონღულაშვილი 90 კგ. წონით კატეგორიაში და ბექა მელიქაძე 82 კგ. წონით კატეგორიაში. თემურმა პირველი ადგილი დაიკავა, ბექას ტრავმა აქვს მიღებული და სამწუხაროდ, შედეგი ვერ დადო,“-გვითხრა გიორგი ბეროშვილმა.

კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა 180 კგ დაძლია.

„ორი წელია შეჯიბრზე აღარ გამოვსულვარ, ჩემი მონაწილეობა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სპორტს დავბრუნებოდი. სხვა ქვეყანაში გამართულ რომელიმე ჩემპიონატზე გასვლის ლიცენზია ისევ რომ მომეპოვებინა, სამეულში უნდა მოვხვედრილიყავი. გამიმართლა და პირველ ადგილზე გავედი, 110 კგ. წონით კატეგორიაში ვმონაწილეობდი და 180 კგ. ავწიე.“

გიორგი ბეროშვილს მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემპიონის ტიტული რამდენჯერმე აქვს მოპოვებული. სპარტაკ დოლენჯაშვილი კი 2014 და 2015 წელს  ევროპის ჩემპიონი გახდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, გურჯაანის
საჭადრაკო კლუბში ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი
გაიმართა. საჭადრაკო კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით,
ტურნირი კახეთის მასშტაბით ჩატარდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, გურჯაანის საჭადრაკო კლუბში ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა. საჭადრაკო კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირი კახეთის მასშტაბით ჩატარდა.
16:31 / 17.10.2019
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე
გურჯაანელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები
მოიპოვეს.
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
12:54 / 17.10.2019
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე,
გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ
საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15.10.2019
დღეს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში სტუმრად საერთაშორისო დიდოსტატი,
ნანა იოსელიანი და ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძე
იმყოფებოდნენ.
დღეს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში სტუმრად საერთაშორისო დიდოსტატი, ნანა იოსელიანი და ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძე იმყოფებოდნენ.
18:04 / 10.10.2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში
ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა,
რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02.10.2019
სხვა ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, გურჯაანის საჭადრაკო კლუბში ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა. საჭადრაკო კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირი კახეთის მასშტაბით ჩატარდა.
16:31 / 17-10-2019
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
12:54 / 17-10-2019
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15-10-2019
დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.
14:26 / 15-10-2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
USD
USD
1
2.9718
GBP
GBP
1
3.8345
TRY
TRY
1
0.5134
RUB
RUB
100
4.6461
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 25 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.