სპორტი
საქართველოს ჩემპიონატზე ვეჯინელმა მოკრივეებმა მეორე და მესამე ადგილები აიღეს
მარნეულში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის კლუბის სპორტსმენებმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.


მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის თქმით, შეხვედრა 14-დან 18 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. კახეთიდან ასევე წარმოდგენილი იყო ახმეტა და ყვარელი, თუმცა საპრიზო ადგილი მხოლოდ გურჯაანელ სპორტსმენებს ერგოთ.
"ეს იყო ჭაბუკ მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატი. ჩვენი კლუბიდან სხვადასხვა წონით კატეგორიაში სამი მოკრივე მონაწილეობდა და წარმატებასაც მიარწიეს. 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ჩახვაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაჯერდნენ 57 წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ჭანყოშვილი და 52 წონით კატეგორიაში - ნიკა თვალმიხელაშვილი. შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ბიჭები კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ რაღაც ხარვეზები მაინც გვქონდა. მათთვის ეს იყო გამოსაცდელი ეტაპი. ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ გაამართლებენ ჩვენს იმედებს. ძირითადი აქცენტი ოთარ ჩახვაშვილზე კეთდება, რომელიც ევროპაზე წასასვლელად ემზადება. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტული სკოლის დირექტორს არჩილ გოგიაშვილს, რომელიც გვერდში გვიდგა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ილიას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კლუბს. მისი დამსახურებაა, დღეს ეს ჯგუფი რომ არსებობს . ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. "

15 წლის ოთარ ჩახვაშვილმა, შეხვედრაზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, როგორც მან აღნიშნა, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას აპირებს.
"მეორე და მესამე დღეს მომიწია ბრძოლა. ფინალში მცირე უპირატესობით წავაგე, მაგრამ სამომავლოდ უფრო მეტს ვეცდები. მინდა პირველი ადგილი ავიღო, რადგან დიდი სურვილი მაქვს, ევროპაზე მივიღო მონაწილეობა. "

მღვდელ-მონაზონი და ვეჯინის კრივის კლუბის დამფუძნებელი მამა ილია შედეგით კმაყოფილია.
" ჩემი მთავარი მიზანი არ იყო ის, რომ ბავშვები პირველ ადგილზე გასულიყვნენ და ჩემპიონები გახდარიყვნენ. მინდოდა ისინი მოწყვეტილები ყოფილიყვნენ ქუჩას და ეცხოვრათ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამას გარკვეულწილად მივაღწიეთ. ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და თავდაცვისუნარიანი თაობა. კლუბი მეშვიდე წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლოაბში მივაღწიეთ, რომ ამ დარბაზში 50 ბავშვი ვარჯიშობს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მომავალში უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. "

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25.03.2024
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
11:16 / 28.02.2024
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი
კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+
წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული
ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
17:42 / 26.02.2024
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი
- ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
16:05 / 19.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.