სპორტი
ფრენბურთის სასკოლო ტურნირში ბაკურციხისა და კაჭრეთის სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს
გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, ფრენბურთის სასკოლო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეჯიბრი გოგონებისა და ვაჟების გუნდებს შორის ჩატარდა.

ვაჟებში ერთმანეთს ჩუმლაყის და ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდები, ხოლო გოგონებში გურჯაანის მე-4 და კაჭრეთის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთერ ჯადუგიშვილმა განაცხადა, სასკოლო ტურნირების მთავარი მიზანი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
„ტურნირის გამარჯვებული ვაჟებში ბაკურციხის, გოგონებში კი კაჭრეთის სკოლა გახდა. მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები და დიპლომები გადაეცათ.ასევე, დაჯილდოვდნენ მაგიდის ჩოგბურთის სასკოლო ტურნირის გამარჯვებულებიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მაგიდის სასკოლო ჩოგბურთში გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდის წევრები - ნათია მირველაშვილი, ნიკა ქართლელიშვილი და ნიკა გელაშვილი სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. გამარჯვებულებისთვის მოეწყობა ექსკურსია “

ფრენბურთის და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა საჩუქრად წიგნები გადასცა.

| Print |
FaceBook Twitter Google