სპორტი
„მხიარული სტარტების“ გამარჯვებული სოფელ გურჯაანის სკოლის გუნდი გახდა
გურჯაანის სპორტკომპლექსში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის „ მხიარული სტარტები“ გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ეთუნა ჯადუგიშვილის თქმით, ტურნირში ხუთმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა .
„მონაწილეობდნენ: გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა "პირველები", მე-4 საჯარო სკოლა "გიმნაზია," მე-2 საჯარო სკოლა "ჩემპიონები," სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა "Ge school" და სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა "ორბი." ფინალი სოფელ ჩუმლაყის და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა.გამარჯვებული სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი "Ge school" გახდა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი გადაეცა.“

შეჯიბრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.





| Print |
FaceBook Twitter Google