სპორტი
სამი ოქრო და ერთი ვერცხლი- გურჯაანელი კიკბოქსინგელების წარმატება
რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ორთაბრძოლაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.

როგორც ჩვენთან საუბარში მწვრთნელმა გიორგი ელიკაშვილმა განაცხადა, ეს მათთვის მეოთხე გასვლა იყო.
„ჯგუფი დაახლოებით რვა თვეა, რაც ფუნქციონირებს და მასში 14 სპორტსმენია გაერთიანებული. თბილისში წითელი დრაკონის თასზე გამართულ ორთაბრძოლაში მონაწილეები ჩამოსულები იყვნენ: უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ა.შ. ჩვენმა ბიჭებმა წარმატებით იასპარეზეს. პირველ ადგილზე გავედი მე, ლაშა ფრიდონაშვილი და ნიკა უტიაშვილი. ხოლო მეორე ადგილი დაიკავა - ნიკა სამხარაძემ. გამარჯვებულები მედლებით და სიგელებით დააჯილდოეს.“

გიორგი ელიკაშვილის თქმით, 25, 26 და 27 მაისს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ისინიც მიიღებენ მონაწილეობას .


| Print |
FaceBook Twitter Google