სპორტი
ჭადრაკში სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებული მეოთხე საჯარო სკოლა გახდა
გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს შორის, ჭადრაკის სპარტაკიადის ფინალი გაიმართა.

ტურნირში მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე.გურჯაანის მე-2, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლები გავიდნენ.
„სასკოლო სპარტაკიადა აპრილის თვეში დაიწყო. გვქონდა აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ფრენბურთში, ჭადრაკში , კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადბინტონში. ამჟამად ჩატარდა ჭადრაკში და გაიმარჯვა მეოთხე საჯარო სკოლამ. გამარჯვებელი გუნდის წევრებს - დათა ყალაბეგაშვილს, ანი ჭყოიძეს და გიგი ჩოკოშვილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული, მედლები და დიპლომები გადაეცათ. “- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გელა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, სამივე ადგილზე გასულ გუნდებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჩუქრად საჭადრაკო დაფები გადასცა. სასკოლო სპარტაკიადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google