სპორტი
ფოთში გამართულ ტურნირზე კარდენახელმა თორნიკე ილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ფოთში გამართულ ზ. სარსანიას სახელობის ტურნირზე, ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის კლუბის სპორტსმენმა, თორნიკე ილაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.
მწვრთნელის, ოთარ მამულაშვილის თქმით, ტურნირი სამ - 2006, 2007 და 2008-წლიან ასაკობრივ ჯგუში ჩატარდა.
„ეს ტურნირი ფოთში ყოველ წელს იმართება. წელს 162 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა მოკრივემ თორნიკე ილაშვილმა, 42 კ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი აიღო. პირველი და მეორე ბრძოლა მოიგო, ხოლო მესამეში ქუთაისელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. თორნიკე უკვე ორი წელია გუნდში ვარჯიშობს და პერსპეტქიული მოკრივეა. მომავალში თუ პირველ ადგილზე გავა, საქართველოს ნაკრებში დაიკავებს ადგილს. 26 ივნისს ჭიათურაში ტარდება ტურნირი, სადაც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. რომელ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება ასპარეზობა, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან“
ოთარ მამულაშვილის თქმით, მეორე ადგილის მფლობელი თორნიკე ილაშვილი შესაბამისი მედლით და სიგელით დააჯილდოეს.



| Print |
FaceBook Twitter Google