სპორტი
მაგიდის ჩოგბურთში გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში ფინალური ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობას გურჯაანის მეოთხე და მეორე საჯარო სკოლის გუნდები იღებდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გელა დალაქიშვილის თქმით, ტურნირი საზაფხულო სპარტაკიადის ფარგლებში გაიმართა.
„ჩავატარეთ შეხვედრები მინი ფეხბურთში, ფრენბურთში გოგონებში და ვაჟებში, ჭადრაკში, კალათბურთში და ბადბინტონში.გუშინ იყო მაგიდის ჩოგბურთში ფინალი, სადაც ერთმანეთეს შეხვდნენ მეოთხე და მეორე საჯარო სკოლის გუნდები. გაიმარჯვა გიმნაზიის გუნდმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დავასაჩუქრეთ. ასევე გადავეცით მაგიდის ჩოგნები და ბურთები. ხვალ იქნება ფინალი ფრენბურთში ვაჟებს შორის, ხოლო 29-ში ბადბინტონში. ამით საგაზაფხულო სპარტაკიადა დამთავრდება.“
გელა დალაქიშვილის თქმით, 30-31 მაისს თელავში გაიმართება რეგიონალური პირველობა „სპორტი ბარიერების გარეშე“. მასში მონაწილეობას სასკოლო სპარტაკიადის ოთხ სახეობაში : მინი ფეხბურთში, სპრინტში, ჭადრაკში და კალათბურთში გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდები კი რესპუბლიკურ ტურნირში გავლენ.

| Print |
FaceBook Twitter Google