სპორტი
შსს-ს თანამშრომელი ილია ქოჩიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ძალისმიერ სამჭიდში ილია ქოჩიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმართველოს თანამშრომელმა უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალისმიერ სამჭიდსა და ცალკეულ მოძრაობაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთან, შალვა ბებიაშვილთან ერთად, საერთაშორისო ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მიიღო მონაწილეობა.
ილია ქოჩიაშვილმა ძალისმიერ სამჭიდსა და მის ცალკეულ მოძრაობებში, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში (M/P/F), 125 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან, ასევე, მსოფლიო რეკორდი დაამყარა სამჭიდის ერთ-ერთ მოძრაობაში, კერძოდ, წოლჭიმში. მსოფლიო ჩემპიონატში 18 ქვეყნის 470 სპორტსმენი მონაწილეობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google