სპორტი
გურჯაანელმა ნინო მამუკაშვილმა აჭარის ღია პირველობაზე ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა
აჭარაში ცურვის ოთხ სახეობაში ბატერფლაი, ბრასი, კროლსი და დელფინი, აჭარის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში გურჯაანელმა მოცურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა. როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განაცხადა, შეჯიბი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც დაახლოებით 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
„ეს იყო აჭარის ღია პირველობა, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ სპორტსმენები ჩამოსულები. გურჯაანიდან შვიდი ბავშვი წავიყვანეთ. შეჯიბრი გაიმართა ცურვის ოთხ სახეობაში. შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში კროლით ცურვაში 50 მეტრზე, შვიდი წლის ნინო მამუკაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. დანარჩენებმაც კარგად იასპარეზეს, ათეულში თითქმის ყველა მათგანი მოხვდა. კახეთიდან მარტო ჩვენ ვიყავით. ნინო ხუთი თვეა, რაც ვარჯიშობს. შეჯიბრებებზე მანამდეც გადიოდა, მაგრამ წარმატებას პირველად მიაღწია. ცურვის ჯგუფმა სპორტული ვარჯიში სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რასაც მივაღწიეთ, ესეც მწვრთნელის გიორგი ჯეჯელავას დამსახურებაა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო .“
გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ. მომავალში კი თუ გურჯაანის სპორტკომპლექსი სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ამიერკავკასიის პირველობა
აქ ჩატარდება.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ცურვა /
ამავე კატეგორიაში
24-დან 27 იანვრის ჩათვლით, გურჯაანი კრივში საქართველოს ეროვნულ
ჩემპიონატს უმასპინძლებს. მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის
უფროსის ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ჩემპიონატი გურჯაანში
პირველად ტარდება.
24-დან 27 იანვრის ჩათვლით, გურჯაანი კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ჩემპიონატი გურჯაანში პირველად ტარდება.
13:06 / 21.01.2019
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო
ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
17:03 / 30.11.2018
ანტალიაში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსმა გურჯაანელმა
სპორტსმენმა იასპარეზა. აქედან ორი ჩემპიონი გახდა ერთმა კი მესამე
ადგილი აიღო.
ანტალიაში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსმა გურჯაანელმა სპორტსმენმა იასპარეზა. აქედან ორი ჩემპიონი გახდა ერთმა კი მესამე ადგილი აიღო.
17:24 / 27.11.2018
7 წლის გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული
ფედერაციის თასის მფლობელი გახდა. მან 7 თამაშიდან მაქსიმალური შედეგი
-7 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
7 წლის გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის თასის მფლობელი გახდა. მან 7 თამაშიდან მაქსიმალური შედეგი -7 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
15:51 / 14.11.2018
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა
სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
17:22 / 13.11.2018
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.