სპორტი
გურჯაანელი კიკბოქსინგელები კახეთის რეგიონალური ტურნირის ჩემპიონები გახდნენ
წნორში გამართულ კიკბოქსინგის კახეთის რეგიონალურ ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა ხუთი ოქროს მედალი აიღეს. მწვრთნელის გიორგი ელიკაშვილის თქმით, ტურნირში კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
„ოთხი ბავშვი იყო გურჯანიდან და მე თვითონაც ვიღებდი მონაწილეობას. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვეთ. ლაშა ფრიდონიშვილმა 75 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა უტიაშვილმა 30 კგ. წონით კატეგორიაში , ნიკა ყალაბეგაშვილმა 30 კგ. წონით კატეგორიაში, ვაკო მამიაშვილმა 40 კგ. წონით კატეგორიაში და მე 76 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები ავიღეთ. 26 ივნისს ქობულეთში ტარდება ხუთდღიანი ტურნირი. გარდა ამისა კიდევ ბევრი შეჯიბრებები გველოდება წინ.“-აღნიშნა გიორგი ელიკაშვილმა.
მისივე თქმით, გამარჯვებულები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google