სპორტი
გურჯაანელმა სპორტსმენებმა “შავი ზღვის თასზე“ წარმატებით იასპარეზეს
ველისციხელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი კიდევ ერთი ტურნირის გამარჯვებულია. ძალისმიერ სამჭიდში გამართულ შავი ზღვის თასის ჩემპიონატზე, მან 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა , 250 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობას სულ ექვსი ქვეყნის 70-მდე სპორტსმენი იღებდა.

-“გურჯაანიდან მონაწილეობას ვიღებდით მე და ჩემი ორი მოსწავლე. ბექა მელიქიძე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ხოლო ნიკა ჯადუგიშვილი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მათაც პირველი ადგილები დაიკავეს.- აღნიშნა გიორგი ბეროშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბეროშვილს მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემპიონის ტიტული რამდენჯერმე აქვს მოპოვებული.


| Print |
FaceBook Twitter Google