სპორტი
კალაურში ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განმარტა, ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
„გარდა ადგილობრივებისა, ტურნირში ალექსი ნატროშვილის მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს კენჭისყრის საფუძველზე შეეჯიბრებიან და ბოლოს ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. “

მისივე თქმით, გამარჯვებულ გუნდს სიგელი, თასი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.




| Print |
FaceBook Twitter Google