სპორტი
კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია რინგი“ გაიმართა.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გელა დალაქიშვილის თქმით შეჯიბრი ექვს წონით კატეგორიაში ჩატარდა.
„კრივის ხუთი კლუბიდან 30-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ძირითადად იყვნენ ჩვენი რაიონის წარმომადგენლები. მხოლოდ ოთხი თბილისელი მოკრივე იყო. გამარჯვებულები გახდნენ:
35 კგ წონით კატეგორიაში - ლუკა გეწაძე (გურჯაანი)
40 კგ წონით კატეგორიაში - ნიკა უტიაშვილი (გურჯაანი)
45 კგ. წონით კატეგორიაში - ბექა გაბისონია (თბილისი)
50 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკა ჭარაქაშვილი (გურჯაანი)
55 კგ. წონით კატეგორიაში - დავით ფაროი (თბილისი)
+55 კგ წონით კატეგორიაში - საბა ჭანყოშვილი (გურჯაანი).“

გელა დალაქიშვილის თქმით, გამარჯვებულები მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google