სპორტი
ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა
დღეს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.

„ პირველობა გოგონებს შორის: ელენე პეტრუზაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე თამარ ზირაქაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მარიამ ოსოშვილმა დაიკავა. რაც შეეხება ბიჭებს, აქ პირველ ადგილზე საბა უტიაშვილი, მეორეზე - ირაკლი ჯაჯანაშვილი და მესამეზე - გიგი ჩოკოშვილი გავიდა.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გელა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, გამარჯვებულები გურჯაანის მერიამ შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა.



| Print |
FaceBook Twitter Google