სპორტი
ვინ გაიმარჯვა ძირკოკში გამართულ გრანდიოზულ ტურნირში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გელა დალაქიშვილის განაცხადებით, ტურნირის მთავარი პრიზი - "ჭედილა", თბილისელმა სპორტსმენმა, გიორგი ქავთარაძემ, დაისაკუთრა.
"სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. ჭიდაობა ოთხ წონით კატეგორიაში შედგა:
65 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - ნიკო ჭიკაიძემ, მეორე - იოსებ ცერცვაძემ, მესამე - ირაკლი კუპატაძემ აიღეს;
75 კგ. წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე - გიორგი დიდებაშვილი, მეორეზე - დავით კოპაძე, მესამეზე - გიორგი გუგულაშვილი გავიდნენ. 85 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი - იმედა გოგოლაძე, მეორის- ზურა ლიქოკელი, ხოლო მესამის - ზვიად ბაზანდარაშვილი გახდა; +85კგ. (აბსოლუტური) წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - გიორგი ქავთარაძემ, მეორე - ონისე ბუღაძემ, მესამე - ნიკა ბუღაძემ მოიპოვეს. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო, თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ"

მისივე თქმით, ტურნირი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის მხარდაჭერით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.





| Print |
FaceBook Twitter Google