სპორტი
წინანდალში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი დასრულდა
წინანდალში ჭადრაკში ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მონაწილე ათი საერთაშორისო დიდოსტატიდან საპრიზო ადგილები თელაველმა გოგონებმა გადაინაწილეს
ლელა ჯავახიშვილი საკუთარი სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა, მეორე და მესამე ადგილები ქეთი წაწალაშვილმა და ანა მათნაძემ დაიკავეს. ტურნირის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაჯილდოეს.

ღონისძიების მხარდამჭერი კომპანია Gჭშ-ის რჩეული ნინო მაისურაძე გახდა (საერთაშორისო დიდოსტატი, წლების მანძილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი),რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცეს.

სამი დღის განმავლობაში ტურნირის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თელავის ღირსშესანიშნაობები და გაცნობოდნენ მის კულტურასა და ისტორიას. ღონისძიების დასასრულს კომპანია Gჭშ-მა მათ საკუთარ ტერიტორიაზე მცირე ექსკურსია და
გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო.



| Print |
FaceBook Twitter Google