სპორტი
თელაველი ტაეკვონდოისტების წარმატება
მცხეთაში ტაეკვონდო იტფ-ში, მცხეთის რეგიონალური ტურნირი ჩატარდა, სადაც თელავის WK-1 კიკბოქსის და ტაეკვონდო იტფ კლუბის სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც ჩვენთან საუბარში თელავის ტაეკვონდო იტფ-ის და wk-1 კიკვოქსის ინსტრუქტორმა ვანო ათამაშვილმა აღნიშნა, სულ ტურნირში თელავიდან 2 გოგონა და 3 ბიჭი ასპარეზობდა.
„ტურნირში თელავის, მცხეთის და ოზურგეთის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენიდან 5 სპორტსმენი გვყავდა წაყვანილი. აქედან პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: მარიამ შაშიაშვილი და ვაჟა მჭედლიშვილი. მეორე ადგილზე გავიდა- გიგა კახაშვილი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავეს- მიხო ბეჟუაშვილმა და შორენა ვაჭრიძემ. გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და დიპლომებით დააჯილდოეს.“

ვანო ათამაშვილის თქმით, 29-30 სექტემბერს თბილისში ევრაზიის თასის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც თელაველი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / სპორტი /