სპორტი
ჩუმლაყელი ძიუდოისტი ემზარ ვარამიშვილი ჩემპიონი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა, 10 წლის ემზარ ვარამიშვილმა, საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირზე, ჭიდაობა - ძიუდოში კადეტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გელა დალაქიშვილის განცხადებით, ემზარი რევაზ მინდორაშვილის სახელობის ძიუდოს კლუბის აღსაზრდელია.
„შვიდი წელია, ეს ბავშვი ჩვენთან ვარჯიშობს და საკმაოდ წარმატებულიც არის. საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება 34 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა. მან ფინალის ჩათვლით ექვსი შეხვედრა მოიგო. “

მისივე თქმით, გამარჯვებულს შესაბამისი ოქროს მედალი და სიგელი გადაეცა.






| Print |
FaceBook Twitter Google