გურჯაანის სპორტკომპლექსში, ჭიდაობა-ძიუდოში ტრადიციული საერთაშორისო
ტურნირი გაიმართა, რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებებმაც
მიიღეს მონაწილეობა.
მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი
სპეციალისტის გელა დალაქიშვილის განცხადებით, შეჯიბრი ორ ასაკობრივ
კატეგორიაში ჩატარდა.
„ტურნირში 300 - მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 10-11 წლიანთა
ასაკობრივ შეჯიბრში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.“
10-11 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს:
29 კგ. წონითი კატეგორია- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - ლუკა
ტატიაშვილი ;
32 კგ. წონითი კატეგორია- მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ემზარ
ვარამიშვილი;
35 კგ. წონითი კატეგორია- მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი- გიგი
კეკვიაშვილი;
42 კგ.წონითი კატეგორია- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - გაგა
გეთიაშვილი;
50 კგ.წონითი კატეგორია- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - ზურა
რუაძე;
55 კგ. წონითი კატეგორია- მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი- ზურა
ციციშვილი;
მძიმე-აბსოლუტური წონითი კატეგორია, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი
- ბექა შინჯიკაშვილი;
8-9 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიში გამარჯვება მოიპოვეს:
39 კგ. წონითი კატეგორიაში - მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ნათან
ტატულაშვილი ;
50 კგ.წონითი კატეგორიაში- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - გიორგი
კახაბერი;
50 კგ. წონითი კატეგორიაში- მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი -
ზაქარია დალაქიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები