თელავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა „მხიარული
სტარტები 2018“ დასრულდა.
ღონისძიებაში, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თელავის
მუნიციპალიტეტის 25 სკოლამდელი დაწესებულების 350-მდე აღსაზრდელმა
მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ოთხი გუნდი
დაუპირისპირდა. საბოლოოდ გამარჯვება თელავის მეხუთე ბაღს ხვდა
წილად. მეორე ადგილი მეცხრე ბაგა-ბაღის გუნდმა დაიკავა, მესამე
ადგილზე თელავის მესამე ბაგა-ბაღი გავიდა ხოლო შალაურის საბავშვო
ბაღმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ფინალისტები მერიამ მედლებით,
სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.
მასალის გამოყენების პირობები