სპორტი
კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა შვიდი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღეს
გურჯაანის სპორტკომპლექსში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი პირველად ჩატარდა, სადაც გურჯაანელმა სპორტსმენებმა შვიდი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღეს


ტურნირში 12 დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და იარანელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ნიკოლოზ ჭარაქაშვილი ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
„ სამი თვეა რაც ამ გუნდში ვვარჯიშობ. ტურნირში პირველი ადგილი ავიღე. თბილისელი მოწინააღმდეგე შემხვდა, გამარჯვება არ გამიჭირდა. მინდა ამ სპორტს ბოლომდე გავყვე “

მწვრთნელის გიორგი ელიკაშვილის თქმით, ორთაბრძოლამ წარმატებით ჩაიარა და შედეგებით კმაყოფილია.
„ჩემი ინიციატივით 30- წონით კატეგორიაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი, რომელმაც ყველა მოლოდის გადააჭარბა. სულ რვა მონაწილე მყავდა და აქედან შვიდმა პირველი, ხოლო ერთმა მეორე ადგილი აიღო. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
ჩემთვის კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ლაშა ჭულაძის ინიციატივით, საუკეთესო მწვრთნელად მაღიარეს და თასი გადმომცეს. მადლობა მინდა გადავუხადო დეპუტატს დავით სონღულაშვილს და მერის მოადგილეს სიმონ ქოჩორაშვილს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტურნირი წარმატებით ჩატარებულიყო.“

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google