სპორტი
გახდება თუ არა გურჯაანის „ალაზანი“ საქართველოს ჩემპიონი რვა ნოემბერს გაირკვევა
რვა ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, გურჯაანის „ალაზანი“ თბილისის „გიფას“ დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება.
-„ეს პრინციპული შეხვედრაა, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაში ვხდებით საქართველოს ჩემპიონები. ყველანაირად ვეცდებით, რომ მეტოქე დავამარცხოთ და მოვიგოთ. ვფიქრობ, წინ დაძაბული თამაში გველის. რამდენიმე წელია „ალაზანს“ ჩემპიონის სტატუსი არ მოუპოვებია, ეს სწორი მუშაობის შედეგია. ამაში ვგულისხმობ, როგორც ფინანსურ მხარეს, ასევე ვარჯიშს. თუკი ჩემიონები გავხდებით, გადავალთ რეგიონულ ლიგაში, სადაც ფედერაცია დაგვაფინანსებს. ასევე შეგვეძლება საქართველოს თასის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან „ალაზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ვარამიშვილმა.

ოთარ ვარამაშივილის თქმით, ამ მატჩზე მაყურებლის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებს მოუწოდებს, მივიდნენ თამაშზე და მხარი დაუჭირონ გურჯაანის „ალაზანს“. დასწრება თავისუფალია.


| Print |
FaceBook Twitter Google