სპორტი
პატარძეულის "ვეფხვებმა" რუსთავის "ხარები" 49:5 დაამარცხა
პატარძეულის "ვეფხვები" რუსთავის „ხარებს“ დაუპირისპირდა. ანგარიში  49:5 "ვეფხვების" სასარგებლოდ დასრულდა.
პატარძეულის გუნდი შემდეგ შეხვედრებს "ლელოსთან" და "ბათუმთან" გამართავს.

ცნობისთვის,  რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა "ვეფხვებს" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება ორი კვირის წინ მისცა. შეხვედრები პატარძეულში იმ მიზეზით არ იმართებოდა, რომ სტადიონი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლა კი მოწესრიგდა მინდვრის საფარი, დამონტაჟდა 100-კაციანი ტრიბუნა, მოეწყო გასახდელები და განათების სისტემა.

პატარძეულის „ვეფხვები“ კახეთის რეგიონში პირველი გუნდია, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს.


| Print |
FaceBook Twitter Google