სპორტი
გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს
ანტალიაში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსმა გურჯაანელმა სპორტსმენმა იასპარეზა. აქედან ორი ჩემპიონი გახდა ერთმა კი მესამე ადგილი აიღო.

მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: 65 კგ. წონით კატეგორიაში - ლევან საკაშვილი და 70 კგ. წონით კატეგორიაში თენგო ნაცვლიშვილი, მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 80 კ. წონით კატეგორიაშინოდარ ქევხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლევან საკაშვილი ასევე არის საქართველოს ორგზის და ევროპის ერთგზის ჩემპიონი, თენგო ნაცვლიშვილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია, ნოდარ ქევხიშვილი კი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია (მე-2 ადგილი).

| Print |
FaceBook Twitter Google