სპორტი
ვეტერანებს შორის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ნონა გაფრინდაშვილი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის და ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

+50 წლის კაც ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველმა მოჭადრაკეებმა, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვი და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ სტურუა ამჯერად მეორე და მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google