სპორტი
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.



მწვრთნელის ვანო ათამაშვილის თქმით, ტურნირში საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის კლუბები მონაწილეობდნენ.
„კმაყოფილი ვარ, მართალია ცოტანი ვიყავით, მაგრამ საუკეთესო შედეგებით დავბრუნდით. ჩვენი სპორტსმენები კარგად იყვნენ ნავარჯიშები. ზაფხულში თელავში ჩატარდება კახეთის თასის ჩემპიონატი და იქაც მივიღებთ მონაწილეობას. “


პირველი ადგილი აიღო: 59 კგ. წონით კატეგორიაში - შორენა ვაჭრიძემ; მეორე ადგილზე გავიდნენ: 25 კგ. წონით კატეგორიაში მამედ ბაირამოვი;
4 კგ. წონით კატეგორიაში - მიხო ბეჟუაშვილი და 85 კგ. წონით კატეგორიაში - ჰამლო გერგეშელიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google