სპორტი
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს გურჯაანის სპორტკომპლექსი უმასპინძლებს
9 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

სპორტული გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ენუქიძის თქმით, ჩემპიონატში დაახლოებით 150-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობს.
„მონაწილეობას მიიღებენ 2005-2006 წლებში დაბადებული მოზარდები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ. შეჯიბრი ჩატარდება რვა წონით კატეგორიაში. 8 მარტს მოხდება სპორტსმენების დაბინავება და აწონვა. ხოლო 9-ში დაახლოებით თორმეტი საათისთვის დაიწყება ჩემპიონატი.“


მისივე თქმით, ჩემპიონატს ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. გამარჯვებულები სპეციალური სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google